III დღე
მესამე დღეს
ვისწავლე პროექტის შინაარსის განსაზღვრა,სტანდარტის
კრიტერიუმების შერჩევა, შესაბამისად მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება.
განვხილეთ
ბლუმის დაქსონომიის ცხრილი, რაც გვეხმარება პროექტის სტანდარტების სწორად შერჩევაში.
აგრეთვე განვიხილეთ
და მოვარგეთ ჩვენს მიერ დასახელებულ პროექტებს ტრენინგის მასალებში მოცემული კითხვების
ნიმუში.
და ბოლოს,
რაც ყველაზე საინტერესეო იყო ჩემთვის ვისაუბრეთ , როგორ უნდა დავსვათ საკვანძო შეკითხვები
და რაში გვეხმარება მისი სწორად შერჩევა.
ჩემთვის ნაცნობი იყო პროექტის შინაარსზე მუშაობა,
მისი მოკლე აღწერა და მთავარის განსაზღვრა.
კითხვები გამიჩნდა
ბლუმის ტაქსონომიასთან დაკავშირებით, რაც მასალის გაცნობის შემდეგ ძალიან საინტერესო
და სასარგებლო ინფორმაცია აღმოჩნდა ჩემთვის.
No comments:
Post a Comment